ირაკლი კობახიძე - ჩვენ მკაფიო პოზიცია გვაქვს - არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ არც ვიძლევით სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალებას - თუ ვინმეს საუბარი აქვს ვაჭრობის მთლიანად ჩაკეტვაზე, ამას არ გავაკეთებთ - Palitra News

ირაკლი კობახიძე - ჩვენ მკაფიო პოზიცია გვაქვს - არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ არც ვიძლევით სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალებას - თუ ვინმეს საუბარი აქვს ვაჭრობის მთლიანად ჩაკეტვაზე, ამას არ გავაკეთებთ

2023-05-25 19:58:12+04:00

მმართველი პარტია ირწმუნება რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში არ დაეხმარება. ოცნების პასუხი ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას მოჰყვა, რომელშიც სტოლტენბერგი იმედს იტოვებს რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას არ გაუადვილებენ. საქნციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინაც.