ოპოზიციური პარტიების ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები დღეს აქცია-ფერფორმანსს აანონსებენ - როგორ აფასებენ ფაქტს პოლიტიკურ სპექტრში? - Palitra News

ოპოზიციური პარტიების ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები დღეს აქცია-ფერფორმანსს აანონსებენ - როგორ აფასებენ ფაქტს პოლიტიკურ სპექტრში?

2023-05-26 09:13:02+04:00

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ნაწილისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაანონსებულ აქცია-პერფორმანსს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

ოპოზიციის ნაწილი აღნიშნავს, რომ ისინი “ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” მარშს არ შეუერთდებიან, თუმცა აქვე ამბობენ, რომ ევროინტეგრაციის კუთხით “ქართული ოცნების” მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მკაცრად ემიჯნებიან.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებები ევროკავშირთნ საქართველოს ურთიერთობებს მნიშვნელოვნად აზიანებს.