"რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით გაემგზავრებიან" - როგორ აფასებენ რუსეთის ტურისტული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში? - Palitra News

"რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით გაემგზავრებიან" - როგორ აფასებენ რუსეთის ტურისტული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში?

2023-05-26 09:13:11+04:00

რუსეთის ტურისტული სააგენტოს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ქუთაისის აეროპორტის გავლით გაემგზავრებიან. ამ ინფორმაციას ქართულ ოპოზიციაში გამოეხმაურნენ.

ხელისუფლების ოპონენტები რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ გასაკვირი არ იქნება თუ “ქართული ოცნება” რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებსა და სარკინიგზო მიმოსვლასაც აღადგენს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან გადადგმული თითოეული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის საბოტაჟია.