„დროის ბორბლის“ მეორე სეზონის პირველი კადრები გამოქვეყნდა - Palitra News

„დროის ბორბლის“ მეორე სეზონის პირველი კადრები გამოქვეყნდა

2023-05-26 09:30:25+04:00

Entertainment Weekly-მ Amazon-ის ფენტეზი-სერიალის, „დროის ბორბლის“ მეორე სეზონის პირველი კადრები გამოაქვეყნა. ფოტოებზე როზამუნდ პაიკი, ჯოშა სტრადოვსკი, მადლენ მედენი და შოუს სხვა მსახიობები არიან გამოსახულები. სეზონის პრემიერა Amazon Prime Video-ზე 1-ელ სექტემბერს შედგება.

შოუ რობერტ ჯორდანის ამავე სახელწოდების რომანების ციკლზეა დაფუძნებული. სიუჟეტი პატარა სოფლის ბინადარ ახალგაზრდებზე მოგვითხრობს, რომლებიც ბნელ ძალებს უპირისპირდებიან. ციკლი 14 წიგნისგან შედგება, რომლებშიც 2 782 პერსონაჟი ფიგურირებს.