Axiom Space-ის მეორე კომერციული რეისი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩაფრინდა - Palitra News

Axiom Space-ის მეორე კომერციული რეისი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩაფრინდა

2023-05-26 09:30:41+04:00

SpaceX-ის ხომალდი Crew Dragon, რომელსაც „ფრიდომი“ დაარქვეს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წარმატებით ჩაფრინდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ეს კომპანია Axiom Space-ის მეორე კომერციული მისიაა. Crew Dragon-ის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა, მათ შორის პირველი ქალი საუდის არაბეთიდან კოსმოსში - რაიანა ბარნავი. ეკიპაჟის ხელმძღვანელი 63 წლის პეგი უიტსონია - NASA-ს ყოფილი ასტრონავტი. ეკიპაჟის წევრები ასევე არიან ამერიკელი ბიზნესმენი და მფრინავი ჯონ შოფნერი და საუდის არაბეთის არმიის პილოტი ალი ალქარნი.

Axiom Space-ის მისიის ფარგლებში ეკიპაჟი 20-ზე მეტ ბიოლოგიურ, სამედიცინო, ტექნოლოგიურ და საგანმანათლებლო ექსპერიმენტს ჩაატარებს.

დედამიწის ორბიტაზე ფრენების გარდა, Axiom Space-ი აშშ-ის მთავრის მისიაში მონაწილეობს, როგორც პროგრამა Artemis-ის ასტრონავტებისთვის სკაფანდრების მწარმოებელი.