ვაკეში სროლისას დაჭრილი პირი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება - Palitra News

ვაკეში სროლისას დაჭრილი პირი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

2023-05-26 09:59:16+04:00

ვაკეში სროლის შედეგად დაჭრილი პირი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 26 წლის გუგა ფირცხალავა მოსაშვილის 11 ნომერში არსებულ ერთ-ერთ კაფეში დაჭრეს.პოლიცია მომხდარს, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით იძიებს.