"ბავშვები და მოზარდები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან" - ქალაქ ანსის პარკში მომხდარ თავდასხმას საფრანგეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა - Palitra News

"ბავშვები და მოზარდები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან" - ქალაქ ანსის პარკში მომხდარ თავდასხმას საფრანგეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა

2023-06-08 16:47:39+04:00

საფრანგეთის ქალაქ ანსის პარკში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას საფრანგეთის პრეზიდენტი, გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონი წერს, რომ ბავშვები და მოზარდები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან.

ანსიში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი, მძიმედ დაშავდა დანით თავდასხმის შედეგად. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.