ბრუნო მარსი - არტისტი, რომელმაც პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობა გააერთიანა საკუთარ შემოქმედებაში და შთამბეჭდავი სასცენო გამოსვლებით, ე.წ. რეტრო არტისტიზმით მოიპოვა პოპულარობა - Palitra News

ბრუნო მარსი - არტისტი, რომელმაც პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობა გააერთიანა საკუთარ შემოქმედებაში და შთამბეჭდავი სასცენო გამოსვლებით, ე.წ. რეტრო არტისტიზმით მოიპოვა პოპულარობა

2023-07-20 12:13:22+04:00

ბრუნო მარსი თამამად შეიძლება ჩაითვალოს უნივერსალურ არტისტად, რადგან არა მხოლოდ ავტორ-შემსრულებელი, არამედ მულტიინსტრუმენტალისტი, მოცეკვავე და მუსიკალური პროდიუსერია, რომელმაც პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობა გააერთიანა საკუთარ შემოქმედებაში და შთამბეჭდავი სასცენო გამოსვლებით, ე.წ. რეტრო არტისტიზმით მოიპოვა პოპულარობა.

13-წლიანი კარიერის მანძილზე მარსმა 130 მილიონზე მეტი ფირფიტა გაყიდა მთელ მსოფლიოში და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსი გახდა. 2011 და 2013 წლებში კი, როცა მისმა შვიდმა სინგლმა მოიპოვა Billboard Hot 100-ის ლიდერობა, გამოცემების Music Week-ისა და Billboard-ის მიერ დასახელდა წლის საუკეთესო სიმღერის ავტორად. საერთო ჯამში მუსიკოსი Brit Awards-ის, American Music Awards-ის და Soul Train Music Awards-ის პრემიების მფლობელი, ’’გრემის’’ 11-გზის გამარჯვებული და გინესის 3-გზის რეკორდსმენია, 2018 წელს კი, Forbes-ის ‘’პლანეტის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის’’ რეიტინგში მოხვდა.