მას შემდეგ რაც პარტია ლელოს წარმომადგენლებმა ანზორ ჩუბინიძეს პრემიერის ამერიკაში ვიზიტთან დაკავსირებით, კონკრეტული კითხვები გაუგზავნეს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. ამის პარალელურად პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად განიხილავენ პარტია ლელოს მიერ წამოწყებულ ინიციატივას, ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით, თუმცა აღსანიშნავია რომ აღნიშნულმა საკითხმა ხელისუფლების ოპონენტებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.