მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 900-ს გადააჭარბა. ნანგრევებიდან დაშავებულთა ამოყვანის სამუშაოები ამ დორმდე მიმდინარეობს. მაროკოელი მაშველების დასახმარებლად ქვეყანაში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურების ჯგუფები ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა, აშშ-მა, თურქეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.