ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა, 10 000 ადამიანი დაკარგულად ითვლება - Palitra News

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა, 10 000 ადამიანი დაკარგულად ითვლება

2023-09-13 09:20:58+04:00

ლიბია წყალდიდობის შედეგებს ებრძვის. დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა. ქვეყნის ოფიციალური პირები ელიან, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. მაშველები სულ მცირე, 10 000-ს ადამიანს ეძებენ. წყალდიდობამ კაშხლები და შენობები დაანგრია, ასევე ქვეყნის აღმოსავლეთში სანაპირო ქალაქ დერნას მეოთხედი კი სრულად გაანადგურა.