ქათმების გაქცევა 20 წლის შემდეგ ბრუნდება - Palitra News

ქათმების გაქცევა 20 წლის შემდეგ ბრუნდება

2023-09-13 10:50:00+04:00

ნეტფლიქსი ცნობილი ანიმაციური ფილმის ქათმების გაქცევა (2000)-ის სპინოფ Chicken Run: Dawn of the Nugget-ს უშვებს. პირველმა ნაწილმა $225 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ფილმის სიუჟეტი 20 წლის შემდეგ ვითარდება — ჯინჯერი ფერმიდან გამოიქცევა და ადამიანების სამყაროსგან მოშორებით თავშესაფარს შექმნის. მოლის პერსონაჟის წყალობით, რომლის როლსაც ბელა რიმზი ასრულებს, ჯინჯერმა და როკიმ თავიანთი ბედნიერი დასასრული იპოვეს. მათ ჯერ არ იციან, რომ თავშესაფრის მიღმა, ქათმების ჯიშს საშინელი საფრთხე ემუქრება.

მთავარ პერსონაჟებს ტანდივე ნიუტონი და ზაქარი ლევი ახმოვანებენ. ერთი მსახიობი, რომელიც წინა ფილმიდან ბრუნდება, მირანდა რიჩარდსონია, რომელიც ფერმის მეპატრონის ცოლის, მისის ტვიდის როლს ასრულებს.

ფილმის ტრეილერი გვიჩვენებს, როგორ ცდილობენ ჯინჯერი და როკი მისის ტვიდის ბოროტი გეგმა ჩაშალონ. მისი პრემიერა 15 დეკემბერს შედგება.