სტიქიისგან დაზარალებული გურიის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების დარიგება გრძელდება - Palitra News

სტიქიისგან დაზარალებული გურიის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების დარიგება გრძელდება

2023-09-13 10:23:59+04:00

სტიქიისგან დაზარალებული გურიის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების დარიგება გრძელდება. პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები 860-მა ოჯახმა მიიღო.

ჰუმანიტარულ აქციას საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი შეუერთდა. სტიქიის პირველივე დღიდან მოქმედებს ცხელი ხაზი.