პარტია "საქართველოსთვის" წევრები ახალი საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენას გეგმავენ - Palitra News

პარტია "საქართველოსთვის" წევრები ახალი საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენას გეგმავენ

2023-09-13 12:03:16+04:00

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ახალი საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენას გეგმავენ. ინიციატივის თანახმად, პოლიტიკური თანამდებობის პირთა ახლო სანათესაო წრეს ვალდებულება ექნება, რომ ქონება და მისი წარმომავლობა დაადეკლარირონ, ანუ დაასაბუთონ. გარდა ამისა, პოლიტიკურ სივრცეში პრემიერის ამერიკაში ჩარტერული რეისით გამგზავრების საკითხი აქტიურად განიხილება.