სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ანაკლიის ბანაკს სტუმრობდა - Palitra News

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ანაკლიის ბანაკს სტუმრობდა

2023-09-13 12:10:44+04:00

სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ანაკლიის ბანაკში 250-მდე ახალგაზრდას შეხვდა. მინისტრმა ახალგაზრდებთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო უწყების კომპეტენციაში შემავალი როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტების მნიშვნელობის განმარტებას. სახელმწიფო მინისტრმა ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს ახალი სასწავლო წლის დაწყებაც მიულოცა და მომავალში წარმატებები უსურვა.