პრემიერ-მინისტრის ამერიკაში ჩარტერული რეისით გამგზავრების საკითხს კვლავ აქტიურად განიხილავენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ოპოზიციონერი დეპუტატები თვლიან რომ აღნიშნულ საკითხზე პროკურატურამ გამოძიებაც უნდა დაიწყოს. მეტიც პარტია საქართველოსთვის წევრები ახალი საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენას გეგმავენ, რომლის თანახმად პოლიტიკური თანამდებობის პირების ახლო ნათესავების წრეს ვალდებულება ექნებათ, დაასაბუთონ საკუთარი ქონება და მისი წარმომავლობა. რა განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციონერი დეპუტატები და რა პასუხი აქვს მმართველ პარტიას.