11 სექტემბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო. რეფორმის თანახმად სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ასარჩევად. სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა მსურველებს შესაძლებლობა ჰქონოდათ მათთვის სასურველ ლოკაციაზე ჩაებარებინათ გამოცდა ასევე შემუშავდა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები.