აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკული ბაზების შექმნასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამხედრო ბაზების შექმნა აშშ-ის არ შემოუთავაზებია. საელჩომ ამის შესახებ განცხადება გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოში ჩამოსულმა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ქართულ ოცნებას ბაზის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესთავაზა და უარი მიიღო.