თეა ახვლედიანი საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებს შეხვდა - Palitra News

თეა ახვლედიანი საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებს შეხვდა

2023-09-14 12:09:57+04:00

სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი სამეგრელოში, 90-იანი წლების საბრძოლო მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ პროგრამის განხორციელების პროცესში იზრდება საქართველოს ხელისუფლებისა პასუხისმგებლობა, ჩართულობა და როლი. ოჯახებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობენ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.