სამონადირეო მეურნეობა შპს „HG CAPRA CAUCASICA” სამინისტროს წინაშე აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს. აღნიშნულ კომპანიას მიმდინარე წლის 25 მარტამდე უნდა წარმოედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა, რაც კომპანიამ ამ დრომდე ვერ შეასრულა.
მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაჭაში სამონადირეო მეურნეობის შექმნის მიზნით მოთხოვნილი ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი არის შეჩერებული.