ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა. იქამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ლუკაშენკო რუსეთში ჩასვლას გეგმავდა და ვიზიტის მთავარი ნაწილი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა იქნებოდა. ლიდერების შეხვედრა ხვალ გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი თემა საერთაშორისო დღის წესრიგი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება. საინფორმაციო სააგენტო "ბელტას" ინფორმაციით, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ასევე ეკონომიკის სექტორში არსებულ ერთობლივ ამოცანებსაც განიხილავენ.