უკრაინის პრეზიდენტი მომავალ კვირას ჯო ბაიდენს ნიუ-იორკში შეხვდება - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტი მომავალ კვირას ჯო ბაიდენს ნიუ-იორკში შეხვდება

2023-09-15 10:05:57+04:00

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მომავალ კვირას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა NBC უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ზელენსკი მომავალ კვირას ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას და ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს.