სუს-მა აშშ-ს მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო - რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში ყოფილი გენ პროკურორის დასანქცირებაზე - Palitra News

სუს-მა აშშ-ს მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო - რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში ყოფილი გენ პროკურორის დასანქცირებაზე

2023-09-15 15:20:58+04:00

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას მმართველი პარტიის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათ განაცხადეს, რომ უკვე ათი წელია, რაც ფარცხალაძეს ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს. მეტიც, მათივე განმარტებით, ყოფილ გენერალურ პროკურორს ქართულ პოლიტიკაში გავლენა არ გააჩნია. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყოფილი გენპროკურორის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო. თუმცა ოპოზიციას მოქმედი სასამართლოს პირობებსში ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების სამართლიანად ჩატარების იმედი არ აქვთ. კიდევ რა განცხადებებს ამეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები და რა პასუხი აქვს მმართველ პარტიას.