სანქტ-პეტერბურგში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია "რია" ავრცელებს - Palitra News

სანქტ-პეტერბურგში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია "რია" ავრცელებს

2023-09-16 12:21:46+04:00

სანქტ-პეტერბურგში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია "რია" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი რესტორანსა და სავაჭრო ცენტრს გაუჩნდა. ხანძარი 1000 კვადრატულ მეტრ ტერიოტიაზე გავრცელდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლი რამდენიმე საათის შემდეგ ჩააქრეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.