ლევან ხაბეიშვილმა გიორგი ვაშაძესთან ერთად წყალტუბოში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართა. როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით ყველგან ჩავლენ და სიმბოლურად საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აღმართავენ. მათივე თქმით, საქართველოს ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური დოვლათისთვის სჭირდება, ასევე იმისთვის, რომ ყველა სოფელსა და ქალაქში ადამიანის კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იყოს.