ალექსანდრე ლუკაშენკო - ბელარუსის ტერიტორიაზე ომი არ იქნება - Palitra News

ალექსანდრე ლუკაშენკო - ბელარუსის ტერიტორიაზე ომი არ იქნება

2023-09-18 08:01:44+04:00

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე თანამედროვე პირობებში ომი არ იქნება.

„მიმართავ ბელარუსებს დღეს, როგორც პრეზიდენტი და მთავარსარდალი, მინდა დაგარწმუნოთ: ჩვენ არ გვინდა ომი და არც ვიომებთ. ბელარუსის ტერიტორიაზე, თანამედროვე პირობებში, ომი არ იქნება, რადგან ეს შეუძლებელია", - აღნიშნა ლუკაშეკომ.

მისი მტკიცებით, ბელარუსები „ყველაზე მშვიდობისმოყვარე ერია დედამიწაზე“.„პოლონელებმა, ლიეტუველებმა, ლატვიელებმა, უკრაინელებმა უნდა გაიგონ: ჩვენ ვართ ყველაზე მშვიდობისმოყვარე ერი დედამიწაზე. არავის ვემუქრებით, არ ვემუქრებით ატომური იარაღით, ან რამე ქვედანაყოფებით – „ვაგნერით“ და ა.შ.", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ამასთან, მისი თქმით, „თუ ღმერთმა არ ქნას და რამე მოხდა", ბელარუსები საკუთარ მიწას "ბოლო ჯარისკაცამდე და ბოლო ბელარუსამდე დაიცავენ".