დავით ბაქრაძე - დაიწყო პრემიერისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ნიუ-იორკში - ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს გენერალურ ასამბლეას, მსოფლიო ლიდერებს - Palitra News

დავით ბაქრაძე - დაიწყო პრემიერისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ნიუ-იორკში - ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს გენერალურ ასამბლეას, მსოფლიო ლიდერებს

2023-09-18 12:00:01+04:00

საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ქართული დელეგაციის ნიუ-იორკში ვიზიტს გაეროსში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, დავით ბაქრაძე გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მომავალი კვირა მაღალი დონის შეხვედრებს დაეთმობა. ასევე გენერალური დებატებიც გაიმართება და მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი სამიტიც ჩატარდება. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საქართველოს პრემიერი გენერალურ ასამბლეასა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვითაც მიმართავს. შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ფაით ერთოღანს უკვე შეხვდა.