ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სპეციალური დანიშნულების ავტოპარკი სრულად განაახლა - Palitra News

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სპეციალური დანიშნულების ავტოპარკი სრულად განაახლა

2023-09-18 12:01:32+04:00

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ავტოპარკი სრულად განაახლა. 37-ი ერთეული „პიკაპის“ ტიპის მაღალი გამავლობის და 22-ი ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა ცხრა რეგიონულ სატყეო სამსახურში განაწილდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ბოლო პერიოდში ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები გაიზარდა და ასევე სატყეო ინფრასტრუქტურა განვითარდა.