უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - Palitra News

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

2023-09-18 18:17:29+04:00

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 48 ქართველი ემსხვერპლა.