ოპოზიციონერთა უმრავლესობა ფარცხალაძის წინააღმეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. დღეს, მსგავსი მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორგანიზებით, პროკურატურასთან აქციაც გაიმართა. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ საქართველოში სანქცირებულთა სიაც გაფართოვდეს. მმართველი პარტია კი ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით მტკიცებულებებსა და არგუმენტებს ითხოვს. უმრავლესობაში იმასაც ამბობენ, რომ ფარცხალაძის თემა ოპოზიციამ ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებებისთვის წინა პლანზე წამოწია.