ოკუპირებული დონეცკის ე.წ. ხელმძღვანელის დენის პუშილინის ადმინისტრაციის შენობასთან აფეთქებები მოხდა - Palitra News

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. ხელმძღვანელის დენის პუშილინის ადმინისტრაციის შენობასთან აფეთქებები მოხდა

2023-09-18 19:34:00+04:00

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. ხელმძღვანელის დენის პუშილინის ადმინისტრაციის შენობასთან აფეთქებები მოხდა. რუსული მხარე ირწმუნება, რომ უკრაინამ ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა გამოიყენა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ შენობის სახურავს დაარტყა, ხოლო აფეთქების შედეგად გაჩენილი ფრაგმენტები ახლომდებარე ტერიტორიაზეა არის მიმოფანტული. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყვა.