აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპის პირველ ტურში თომა ტაბატაძის „ნავბახორი“ საუდის არაბეთის „ალ ჰილალს“ დაუპირისპირდა. მატჩის იყო ერთ-ერთი მთავარი გმირი ქართველი შემტევი, თომა ტაბატაძე აღმოჩნდა. მან უზბეკების ძირითად 84 წუთი ითამაშა. როდესაც ყველა ელოდა არაბული კლუბის ვარსკვლავების, ნეიმარის, მიტროვიჩის და მალკოლმის გოლს, უზბეკებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, ტაბატაძემ საჯარიმოში მცველს აჯობა, მეკარეს მახვილი კუთხიდან დაურტყა და ანგარიში გახსნა.
ერთ ეპიზოდში ნეიმარმა ნერვები ვერ მოთოკა, „ნავბახორის“ მოთამაშეს ხელი უბიძგა და მოედნის ცენტრში ჩხუბი ატყდა. ბრაზილიელი ვარსკვლავის დასამშვიდებლად არბიტრი იძულებული გახდა, მისთვის ყვითელი ბარათი ეჩვენებინა.
მსაჯმა თამაშს 14 წუთი დაამატა და საუდელებმა 90+10-ე წუთზე ანგარიში მაინც გაათანაბრეს – გოლი მცველმა, ალი ალ ბოლეაჰიმ გაიტანა.
საბოლოოდ, „ნავბახორმა“ შეხვედრა ფრედ დაასრულა 1:1 და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ქულა მოიპოვა, რაც სტუმრად, ვარსკვლავურ გუნდთან კარგი შედეგია.