აზერბაიჯანის საგარეო უწყება - რეგიონში მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა ყარაბაღიდან სომხური შეიარაღებული ძალების გაყვანაა - Palitra News

აზერბაიჯანის საგარეო უწყება - რეგიონში მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა ყარაბაღიდან სომხური შეიარაღებული ძალების გაყვანაა

2023-09-19 14:57:57+04:00

აზერბაიჯანულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ სომხური შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში ყოფნა, 2020 წლის 10 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი დეკლარაციის დებულებებს ეწინააღმდეგება და რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის ერთადერთი გზა არის სომხური შეიარაღებული ძალების უპირობო და სრული გაყვანა აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონიდან, ე.წ. რეჟიმის დაშლა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყარაბაღში, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით, ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყეს, რომლის სამიზნეს მშვიდობიანი მოსახლეობა არ წარმოადგენს და მხოლოდ სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა ხორციელდება.