კონფერენსლიგა | „სლოვანმა“ „კლაკსვიკი“ დაამარცხა - Palitra News

კონფერენსლიგა | „სლოვანმა“ „კლაკსვიკი“ დაამარცხა

2023-09-22 10:20:00+04:00

ევროპალიგისა და კონფერენსლიგის სასტარტო ტურის მეორე სესიის მატჩებში ოთხი ქართველი ფეხბურთელის სამმა გუნდმა ითამაშა.

ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას ბრატისლავის სლოვანმა ფარერების კლაკსვიკს 2:1 მოუგო. კანკავამ მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო კაშია სათადარიგო სკამზე დარჩა. კლაკსვიკი მატჩს იგებდა, დენი პავლოვიჩმა ფარერების კლუბი დააწინაურა, თუმცა 54-ე წუთზე ვლადიმირ ვაისმა ანგარიში გაათანაბრა და ზუსტად 20 წუთში ალეკსანდარ ჩავრიჩმა ტიგრან ბარსეგიანის ბრწყინვალე გადაცემით სლოვანს 3 ქულა გაუნაღდა.

შემდეგ შეხვედრას სლოვანი ლუბლიანაში ჩაატარებს - ვაისი გუნდი ადგილობრივ ოლიმპიას დაუპირისპირდება.