საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილისა და მომხსენებლების ზეპირ მოსმენაზე დაბარებას ქართულ ოპოზიციურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა - Palitra News

საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილისა და მომხსენებლების ზეპირ მოსმენაზე დაბარებას ქართულ ოპოზიციურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა

2023-09-26 09:03:02+04:00

საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილისა და მომხსენებლების ზეპირ მოსმენაზე დაბარებას ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან. მმართველი პარტიის ოპონენტების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით, ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დააჩქარა. გარდა ამისა, ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100-ი დეპუტატის ხმა პარლამენტში ვერ მოგროვდება.