უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი თავისუფალია - Palitra News

უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი თავისუფალია

2023-11-10 11:44:08+04:00

უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგნელებმა სოფელ კირბალის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს, თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. რა მოხდა სოფელ კირბალში დოთიაშვილი ამაზე მედიასთან არ საუბრობს. სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, საზოგადოება კითხვებზე პასუხს უახლოეს მომავალში მიიღებს.