10 ნოემბერი მეცნიერთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერები ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდნენ. თსუ-ში 16 კვლევითი ინსტიტუტი და 85-მდე ლაბორატორიაა, რომელშიც ღვაწლმოსილ მეცნიერებთან ერთად ახალგაზრდა მკვლევრებიც არიან ჩართულები კვლევით პროექტებში. მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია მეცნიერების საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა, რომელიც UNESCO-ს ეგიდით 2001 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.