საფრანგეთში, უსაფრთხოების ფორუმზე, საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა ერთად მიიღეს - Palitra News

საფრანგეთში, უსაფრთხოების ფორუმზე, საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა ერთად მიიღეს

2023-11-10 19:37:12+04:00

საფრანგეთში უსაფრთხოების ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ მონაწილეობა ერთად მიიღეს. ფორუმზე სიტყვით სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა, რომელმაც ყურადღება საქართველოს უსაფრთხოებაზე და ოჩამჩირეში რუსული მორიგი სამხედრო ბაზის გახსნაზე გაამახვილა. თემის დეტალები ნახეთ ცარო კირვალიძის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.