ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სკოლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო დააკავეს - Palitra News

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სკოლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო დააკავეს

2023-11-11 12:03:18+04:00

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, შუა ხნის კაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებას გულისხმობს.