ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ისრაელისა და პალესტინის მხარდამჭერ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა - Palitra News

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ისრაელისა და პალესტინის მხარდამჭერ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

2023-11-11 14:33:16+04:00

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ისრაელისა და პალესტინის მხარდამჭერ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საერთო ჯამში აქციებში მონაწილეობას 400-ზე მეტი ადამიანი იღებდა. აქტივისტებმა ერთმანეთს ბოთლები ესროლეს. სამართალდაცავებმა პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტი დააკავეს, რომელმაც კორდონი გაარღვია და კონტრაქციის მონაწილეებზე თავდასხმა სცადა. ვიქტორიის შტატის ხელისუფლება ისრაელისა და პალესტინის მხარდამჭერებს ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს.