ლონდონში, ულტრა-მემარჯვენე მომიტინგეები, პალესტინის მხარდამჭერთა მსვლელობის წინ, პოლიციას დაუპირისპირდნენ - Palitra News

ლონდონში, ულტრა-მემარჯვენე მომიტინგეები, პალესტინის მხარდამჭერთა მსვლელობის წინ, პოლიციას დაუპირისპირდნენ

2023-11-11 18:59:50+04:00

ლონდონში ულტრა-მემარჯვენე მომიტინგეები, პალესტინის მხარდამჭერთა მსვლელობის წინ, პოლიციას დაუპირისპირდნენ. BBC-ის ინფორმაციით, დაპირისპირებამდე მომიტინგეები შეკრებილი ხალხისა და პოლიციის მიმართ სკანდირებდნენ, რომ ისინი ინგლისელები არ არიან და პრო-პალესტინელ აქტივისტებს დემონსტრაციის ჩატარების უფლებას არ მისცემდნენ. ლონდონის პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი პირი, რომელიც უაითჰოლის ტერიტორიაზე ცივი იარაღით გადაადგილდებოდა, დაკავებულია. ულტრა-მემარჯვენე აქციების ფონზე დემონსტრაცია გამართეს პალესტინის მხარდამჭერებმაც. მათ მსვლელობა ჰაიდპარკთან გამართეს. ლონდონის ქუჩებში უსაფრთხოებას 2 000-ზე მეტი პოლიციელი იცავდა.