თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტებით დატვირთული ნავი გადაბრუნდა, დაღუპულია ხუთი ადამიანი - Palitra News

თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტებით დატვირთული ნავი გადაბრუნდა, დაღუპულია ხუთი ადამიანი

2023-11-13 20:36:54+04:00

The Asociate press-ის ინფორმაციით, თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტებით დატვირთული ნავი გადაბრუნდა, დაღუპულია ხუთი ადამიანი. თურქეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა. თურქმა მაშველებმა ექვსი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ორი მიგრანტის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კი გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნავზე მყოფი ადამიანები საბერძნეთის კუნძულ ქიოსზე მოხვედრას ცდილობდნენ. ინფორმაცია არალეგალი მიგრანტების ეროვნების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.