აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი უკვე საქართველოშია - Palitra News

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი უკვე საქართველოშია

2023-11-14 12:16:46+04:00

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი, რომლის შემოტანასაც თვეების განმავლობაში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვდნენ, უკვე საქართველოშია. თავდაპირველად, აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა მშობელმა გაავრცელა, მოგვიანებით კი, ჯანდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. "ვოსორიდიტის" მოხმარებას პირველ ეტაპზე 6 ბავშვი დაიწყებს, რომელთაგან პირველი ოთხი, სავარაუდოდ, ინექციას ხვალ გაიკეთებს. მკურნალობის პროცესი იაშვილის სახელობის კლინიკაში წარიმართება.