პრეპარატი “ ვოსორიტიდი” საქართველოშია - Palitra News

პრეპარატი “ ვოსორიტიდი” საქართველოშია

2023-11-14 16:41:53+04:00

აქონდროპლაზიის დიაგნოზის სამკურნალო პრეპარატი “ ვოსორიტიდი” საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაცია დიაგნოზის მქონე ბავშვის ერთ-ერთმა მშობელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ბავშვები მკურნალობას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოში დაიწყებენ. მშობლების ცნობით, მკურნალობის პროცესს სულ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე 17 ბავშვი ელოდება.