იუსტიციის მინისტრის განცხადებასა და ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციას პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ - რას ამბობენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

იუსტიციის მინისტრის განცხადებასა და ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციას პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ - რას ამბობენ პოლიტიკურ სპექტრში

2023-11-15 11:48:38+04:00

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ექიმებისგან შესაბამისი რეკომენდაციის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. ამის პარალელურად ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურმა ასამბლეამ, გადაუდებელი რეზოლუცია მიიღო სახელწოდებით „ევროპაში მზარდი ავტოკრატიის პირობებში პოლიტპატიმრების მხარდაჭერა“. რეზოლუცია „საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს სასწრაფო ზომები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი.