საკანონმდებლო ორგანოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა პარლამენტის თვამჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომელიც საპარლამენტთაშორისო დიალოგის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი პლატფორმაა.მისივე თქმით, პია კაუმასთან შეხვედრაზე ისაუბრეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს თანამშრომლობაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ ბრიფინგზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.