მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მომავალი წლის არჩევნებზე 5%-საც კი ვერ გადალახავს - Palitra News

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მომავალი წლის არჩევნებზე 5%-საც კი ვერ გადალახავს

2023-11-15 19:39:10+04:00

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი „ქართული ოცნებისგან“ დაპირების შესრულებას მოითხოვს - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარცევნო ბარიერი 5-დან 2 %-მდე უნდა შემცირდეს. გასულ წელს გაცემული დაპირების მიუხედავად, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი არც კი განიხილება. მათივე თქმით, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მომავალი წლის არჩევნებზე 5%-საც კი ვერ გადალახავს. კიდევ რას ამბობენ ქართველი დეპუტატები, ამას ჩვენი ჟურნალისტი, მაგდა ბლუაშვილი გაგაცნობთ.