რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ერგნეთთან უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - Palitra News

რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ერგნეთთან უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია

2023-11-15 19:44:12+04:00

რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ერგნეთთან უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, - აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. სუს-ის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალას ეკისრება.