აშშ-ში ისრაელის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა - Palitra News

აშშ-ში ისრაელის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა

2023-11-15 21:22:53+04:00

აშშ-ში ისრაელის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა. ვაშინგტონში ისრაელის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა ისრაელს სოლიდარობა გამოუცხადეს, მძევლების გათავისუფლება მოითხოვეს და ანტისემიტიზმი დაგმეს. დემონსტრაციის ორგანიზატორების შეფასებით, ისრაელისთვის მარშში 200-ი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის დროს უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო.