ლანჩხუთში კოლეჯი გაიხსნა - Palitra News

ლანჩხუთში კოლეჯი გაიხსნა

2023-11-16 10:05:16+04:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ლანჩხუთში მდებარე კოლეჯ „ჰორიზონტის“ ახალი სასწავლო კორპუსი გახსნა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა. გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს პროფესიული განათლების განვითარება და ქვეყნის მასშტაბით პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.